გიორგი ვოლსკი „გირჩის“ მოთხოვნებზე: არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ

Read Time:31 Second

არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება – ეს არ არის საკმარისი, რათა ამ თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.

„არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ჩვენი პოზიცია. არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს არ არის საკმარისი, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას