კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე

Read Time:39 Second

მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი.

„ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება
Next post გიორგი ვოლსკი „გირჩის“ მოთხოვნებზე: არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ