გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ კომიტეტის წევრი გახდა, რომელიც მოსამართლეებს აირჩევს

Read Time:56 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ დაამტკიცა კომიტეტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა 46 წევრი ქვეყნიდან. პოლიტიკურმა ჯგუფმა (რომელშიც „ქართული ოცნებაც“ შედის), რომლებიც არიან სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეები, წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. დამამტკიცეს როგორც ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი კონკრეტულ კომიტეტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში „ქრონიკას“ განუცხადა.

„დღეიდან მაქვს უფლებამოსილება, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში, შერჩევასა და კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა. დღეს უკვე გვაქვს პირველი სხდომა, სადაც პოლონეთის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვა და კენჭისყრა შედგება. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ჩვენი დელეგაციის საქმიანობის კიდევ ერთხელ აღიარებაზე.

აქტიურობამ, რომელსაც ჩვენი დელეგაცია ავლენს ასამბლეაზე, განაპირობა ის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა საქართველოს კანდიდატი წარადგინა მნიშვნელოვან კომიტეტში. წლის განმავლობაში იქნება რამდენიმე შეხვედრა, სადაც წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვა, გასაუბრება და გადაწყვეტილებების მიღება მოხდება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებულია, ძალიან მაღალი კომპეტენციისა და ავტორიტეტის მქონე ორგანოდ და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა აღსასრულებლად წევრი სახელმწიფოებისთვის.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროპულ სასამართლოსთან და ახლა ამ ფორმატში, როდესაც მე გავხდი კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი, გაათმაგებულია პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული მოსამართლის შერჩევაზე პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. აუცილებელია, შენარჩუნდეს ის კომპეტენცია და ავტორიტეტი, რომლითაც სასამართლო სარგებლობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: საბრძოლო ტანკები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსული ახალი თავდასხმების მოგერიებისთვის, ასევე იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ტერიტორიის დაბრუნება
Next post დიმიტრი ხუნდაძე: კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ და სამართალი განსასჯელად ქვეყნის გარეთ გავიტანოთ