გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილს უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას
სააკაშვილს უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე იყოს დაცული. ყველაფერს გააკეთებს ამისთვის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა და ექიმთა ის კორპუსი, რომელიც ახლა ამ ადამიანს კვალიფიციურად უვლის და მკურნალობს.
ის საავადმყოფოშია, ესე იგი, არის იმის საფუძველი, რომ საავადმყოფოში იყოს. საავადმყოფოში არიან ავადმყოფი ადამიანები, ანუ, მას უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...