გია აბაშიძე: დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“

Read Time:33 Second

რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“ , – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებზე უშინაარსო საუბარი კვლავაც ორღობის ჭორების დონეზე რჩება.

„დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“ სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა. სახელმწიფო ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ფულის გათეთრებას ედავებოდა. თუმცა, სასამართლომ მათი ქმედება თაღლითობად შეაფასა. მართალია სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო, მიუსაჯა რა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. „პოლიტიკურად მოტივირებულ“ საქმეებზე უშინაარსო საუბარი კვლავაც ორღობის ჭორების დონეზე რჩება“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – დარწმუნებული ვარ, რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება
Next post მიხეილ სააკაშვილი: ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს