მიხეილ სააკაშვილი: ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს

Read Time:30 Second

“ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.
ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: დაიმსხვრა რადიკალთა კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება „მიტაცებულია“
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი