ბიძინა კულუმბეგოვი: ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი

Read Time:45 Second

შეიძლება თუ არა თქმა, რომ ომიკრონი სუსტია და კაცობრიობას საფრთხეს აღარ უქმნის – ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ჯერ კიდევ შეუძლია კორონავირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ მის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.

“რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს
Next post ნათია ფანჯიკიძე: ჯანსაღი პიროვნული განვითარების მსურველმა ადამიანმა არ უნდა მისცეს ხმა იმ პარტიებს, რომლებიც ამუშავებენ ტროლებს