გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე ანგელა მერკელმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა

Read Time:22 Second

გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„წინ რთული კვირები გველოდება და მე ძალიან ვნერვიულობ. ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც ჯერ არაა აცრილი: გთხოვთ დაფიქრდეთ“, – განაცხადა მერკელმა ვიდეომიმართვაში.

ბოლო კვირის განმავლობაში გერმანიაში 100 000 ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებელმა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს – 277,4-ს მიაღწია. გასული წლის დეკემბერში, მესამე ტალღის დროს რეკორდული მაჩვენებელი 197,6-ს აღწევდა.

გერმანიის ფედერალური მთავრობა და 16 რეგიონის ლიდერები შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე მომავალ კვირაში იმსჯელებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა – კოვიდინფექციით ის კლინიკაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს
Next post ცესკო-მ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა