ცესკო-მ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

Read Time:40 Second

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა.

შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 258 776 ამომრჩევლის ხმა, 55.60% მიიღო. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480 302 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები შედეგები.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494 676 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -13 მანდატი, „ლელო“ – 2, „გახარია – საქართველოსთვის“- 4, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 19, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 1 მანდატი. მეორე ტურის შედეგები ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა.

შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე ანგელა მერკელმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა
Next post რატი ბრეგაძე ანა ფოტიგას – მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ტერმინში „პოლიტიკური პატიმრები“