გერმანელი მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

Read Time:32 Second
პოლიცია ეჭვობს, რომ გერმანიის შტატის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა. ასეთი ეჭვი სამართალდამცველებს იმ ფაქტმა გაუჩინა, რომ ტომას სჩეფერის ცხედარი ვაისბადენთან, მატარებლის ლიანდაგებზე იპოვეს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი იდენტიფიცირება თავდაპირველად ვერ მოახდინეს.
 
გამოძიებას მინისტრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმა მიაწოდეს. სამართალდამცველების განცხადებით, ტომას სჩეფერის იდენტიფიცირების შემდეგ მათ ეჭვი სუიციდზე აქვთ, თუმცა დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებენ.
 
გერმანული მედიის ცნობით, პოლიტიკოსმა გარდაცვალებამდე ჩანაწერი დატოვა. ამ ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მიხედვით, ჩანაწერში ნაჩვენებია მიზეზი, რის გამოც მინისტრმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
მედიის ცნობით, 54 წლის მინისტრი საზოგადოებაში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ჩანდა. მისი მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ხალხის ინფორმირება იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე ჯანმოს რეკომენდაციებში შეტანილ ცვლილებაზე: ამან საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა
Next post საირმის საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა