გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახური ძალადობის ნაწილში რისკების შეფასების სისტემამ და შემაკავებელი ორდერების ნაწილმა შედეგი გამოიღო:
“თუ შემაკავებელი ორდერების რაოდენობა პრინციპულად გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 6 ათასს და გადასცდა კიდეც, თუმცა ეს არ არის შედეგი, შედეგი ის არის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში”, – განაცხადა შს მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...