განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 24 ათასამდე მოსწავლე გადადის

Read Time:29 Second

მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23 869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს, რაც დღემდე, ერთი კვირის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 842-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დმიტრო კულება – უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე
Next post თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა იშვიათია