დმიტრო კულება – უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე

Read Time:44 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არსებობს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც რუსეთმა საკუთარი სამხედროები შენიღბა და რუსული არმიის ყველა კუთვნილება დამალა ყირიმის ოკუპაციის და დონბასში სამხედრო მოქმედებების განხორციელების დროს.

„რუსეთს არასწორხაზოვნად მოქმედება შეუძლია, ამიტომ უკრაინა არ მიიღებს ახსნის არანაირ მცდელობას, რომ რუსეთის შესაკავებლად არ არის საჭირო რამის გაკეთება, რადგან ეს „არაა საკმარისად მასშტაბური შემოჭრა“ ან არ არსებობს „საკმარისი მტკიცებულებები“, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არიან, ან თუნდაც, ფერმერები, მეშახტეები ან უცნობი „პატარა მწვანე კაცები“ არიან. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო და ამბობს, რომ სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე.

„არანაირი ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს და პირადად პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინას. არც იმაში, რომ აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სხვა არჩევანის საშუალება არ ექნებათ, გარდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციას მიესალმება
Next post განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 24 ათასამდე მოსწავლე გადადის