თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა იშვიათია

Read Time:30 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, „ომიკრონი” აქვს თუ „დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 24 ათასამდე მოსწავლე გადადის
Next post ,,ინფო იმერეთის” გამოკითხვის გამარჯვებული ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გახდა