გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Read Time:31 Second

გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის მაია ნაოჭაშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სამედიცინო ინვენტარიც დაუზიანა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

„აგრესიის მიზეზს ვერ ვხვდები, ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა, დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი თუ არა“, – აცხადებს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი
Next post 24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედამ ახლა იპოვა – ემოციური კადრები