“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – დედოფლისწყაროში “ოცნების” წევრები აქციას შეუერთდნენ (ვიდეო)

Read Time:30 Second

დილიდან დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მმართველი გუნდის წევრები და ადგილობრივები სისხლს უანგაროდ გასცემენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღო და სისხლი უანგაროდ გასცა მუნიციპალიტეტის მერმა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე აქტივობა მაღალი იყო.
“სისხლის დონაცია და სხვა ადამიანის დახმარება არის ძალიან ჰუმანური ნაბიჯი. “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი შეუერთდა ამ აქციას. ამ დრომდე 33 -მდე პირმა მიიღო მონაწილეობა და იმის ფონზე, რომ გადაადგილება შეზღუდულია, სოფლებიდან ადამიანებმა ამოსვლა ვერ შეძლეს და მხოლოდ ქალაქში მაცხობრებლები შეუერთდნენ აქციას და, მიუხედავად ამისა, აქტივობა მაინც მაღალია”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

აქცია “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება და მიზანს სისხლის საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება წარმოადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წარმოდგენილი გეგმა შთამბეჭდავია – თამთა მეგრელიშვილი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე
Next post აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა