ბრიტანეთში ზღარბს მკურნალობენ, რომელსაც ნერვიულობის ნიადაგზე ეკალი გასცვივდა

Read Time:42 Second

ბრიტანეთის ქალაქ მაჩ-ვენლოკში, შროპშირის საგრაფოში, ცხოველთა დამცველები ზღარბს მკურნალობენ, რომელსაც სტრესის გამო, ყველა ეკალი დასცვივდა. ამის შესახებ „Daily mail“ იუწყება.

ზღარბს მეტსახელად „დათვი“ დაარქვეს. ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი რთული შემთხვევა პირველად აქვთ. მათი თქმით, „გამელოტებული“ ზღარბი ადრეც უნახავთ, თუმცა, მაშინ ცხოველს ეკლების მხოლოდ 70 % დასცვივდა. „დათვმა“ კი, თითქმის 97 % დაკარგა. ცხოველთა დამცველების თქმით, ზღარბმა ზამთრის ძილისგან ნაადრევად გაიღვიძა, ინერვიულა და გამელოტდა.

„ჩვეულებრივ, ზღარბებს ამ დროს სძინავთ, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გაუტოლდება. ამ შემთხვევაში ზღარბი პარაზიტებმა გააღვიძეს, რომელიც მის ყურებში იყვნენ ჩაბუდებული. ზღარბს შესცივდა და ინერვიულა. ჩვენ კატის საკვები დავუდგით და სულ შეჭამა, შემდეგ კი წყალს მთელი 4 წუთის განმავლობაში სვამდა“,-განაცხადა ცხოველთა დამცველმა ფრენ ჰილმა.

ზღარბს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ყოველდღე ალოეს მასაჟს უკეთებენ და ანტიბაქტერიული საშუალებებით ბანენ. ჰილს იმედი აქვს, რომ ცხოველი რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდება და ზაფხულში დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება
Next post საქართველოდან ჩაის ექსპორტი 50 პროცენტით გაიზარდა