ბლინკენი: რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებასა და ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას

Read Time:34 Second

რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებასა და ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და თავის ხალხზე ზრუნვა. საერთაშორისო საზოგადოებას პასუხისმგებლობა ეკისრება, მკაფიოდ განაცხადოს, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები სრულიად მიუღებელია. ახლა დროა ვილაპარაკოთ უკრაინის მხარდასაჭერად. ახლა არ არის თავის შეკავების, დამამშვიდებელი სიტყვების ან თავის არიდების დრო. გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები საფრთხის ქვეშ არის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ამ ომში ერთი აგრესორია: რუსეთი. მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ომს ამძაფრებს: რუსეთი. ერთი ადამიანია, რომელსაც ახლა ამ ომის შეჩერება და რუსული ძალების გაყვანა შეუძლია: ვლადიმირ პუტინი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანუკა ჟორჟოლიანი „ვივამედის“დირექტორს: ნინო, შენ უნდა ჩამოყალიბდე მიშას გულშემატკივარი ხარ, თუ სუსის მეგობარი
Next post ჯო ბაიდენი – აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ეს თავდასხმები უფრო აძლიერებს მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის მოსახლეობის გვერდით