ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი დაასახელა

Read Time:38 Second

ვირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი არის ვაქცინაცია, სხვა ამ ვირუსს კაცობრიობამ ამ ერთ წელიწადში ვერაფერი დაუპირისპირა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამკურნალო-საწამლო საშუალება ამ დრომდე ვერ შეიქმნა.

„სამკურნალო-საწამლო საშუალება ამ დრომდე ვერ შევქმენით, თუმცა პროცესი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ მხრივ და ჯერჯერობით ხელშესახები არაფერია. გარდა იმისა, რომ წამალი უნდა იყოს ეფექტური, ამავდროულად დიდ პოპულაციაში ის უნდა იყოს უსაფრთხო, მხოლოდ ეფექტურობა არ კმარა. ასევე, მისი დამზადება და მასობრივი წარმოება უნდა იყოს ძალიან იაფი და ამიტომ ჯერჯერობით, ამ პროცესს აგვიანდება. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მედიცინამ 10 თვეში ვაქცინა დაუპირისპირა ამ ვირუსს, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და დღეს ვირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი არის ვაქცინაცია, სხვა ამ ვირუსს კაცობრიობამ ამ ერთ წელიწადში ვერაფერი დაუპირისპირა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა
Next post მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას, რომ პანდემია დასრულდეს