ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ

Read Time:33 Second
ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის. ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, სადაც ის აცხადებს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.
 
„თუ ვაქცინა იქნა, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
 
ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა. მღვდელმთავარი აცხადებს, რომ მოწოდება „დარჩით სახლში“ ეშმაკისეულია. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან იქადაგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს ესხმის ექიმებს, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან, ეს იგივეა, წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს აკრიტიკებდე