სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა

Read Time:29 Second

,,სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით დაეხმარა. მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.
,,სალომე ზურაბიშვილის ფონდი” 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანული მედია ბიძინა ივანიშვილზე – ლიდერობს ქართველი – ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხა , ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ