ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს ესხმის ექიმებს, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან, ეს იგივეა, წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს აკრიტიკებდე

Read Time:27 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ექიმებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ამის გამო აკრიტიკებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან.

„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმაა თუნდაც ექიმებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან ჩართულნი.

ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან. ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელიც არ მგონია, რომ ევროპის რომელიმე სივრცეში ფიქსირდებოდეს. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა შემდგომ განვითარებას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ
Next post ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მთელი რესურსი მობილიზებულია, რომ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ