ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მთელი რესურსი მობილიზებულია, რომ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ

Read Time:1 Minute, 5 Second

ხელისუფლება თანმიმდევრულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც თავიდანვე შევადგინეთ ყველა მიმართულებით და შეზღუდვების მოხსნაც ამ გეგმის ნაწილია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გეგმის განხორცილებაში ხელისუფლების თითოეული შტო არის ჩართული.

„რა თქმა უნდა, პარლამენტის როლი არის უმნიშვნელოვანესი და ის არის თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმასთან, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე – სოციალურ-ეკონომიკური პაკეტის სწორად განსაზღვრასთან და ამ პაკეტის სწორად მიტანასთან მოქალაქეებამდე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დეპუტატები ადგილზე პროცესების მართვაში აქტიურად არიან ჩართულნი, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეტია პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით.

„მაჟორიტარ დეპუტატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს – ვიღებთ ინფორმაციებს, რეკომენდაციებს ადგილზე პროცესების მართვასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ეს ინფორმაცია თავს იყრის საბჭოში, სადაც ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები, მუნიციპალიტეტებში პროცესების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეგიონულ დონეზე შექმნილი შტატების მუშაობაშიც არიან ჩართული ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები.

გარდა ამისა, პარტიული რესურსი აქტიურად არის მობილიზებული იმისათვის, რომ პროცესების მართვაში ხელი შევუწყოთ ხელისუფლების სტრუქტურებს. მაგალითად, მთელი ჩვენი აქტივი ჩართულია ინფორმაციის მოძიებაში იმასთან დაკავშირებით, სადმე ხომ არ არის რაიმე ნიშნები ეპიდემიის გავრცელების, ან სადმე ხომ არ ფიქსირდება ცალკეული შემთხვევა.

მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარტიის მობილიზებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი პრობლემებისგან თუ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული მოქალაქე საკუთარი თვალით ხედავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს ესხმის ექიმებს, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან, ეს იგივეა, წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს აკრიტიკებდე
Next post არჩილ თალაკვაძე: მიჩნდება განცდა, რომ ოპოზიციის ნაწილი თათბირობს დღეს რა დავაზიანოთ, რას ვესროლოთ ტალახი, რა გავაფუჭოთ