არჩილ თალაკვაძე: მიჩნდება განცდა, რომ ოპოზიციის ნაწილი თათბირობს დღეს რა დავაზიანოთ, რას ვესროლოთ ტალახი, რა გავაფუჭოთ

Read Time:33 Second

მიჩნდება განცდა, რომ ყოველდღე, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, თათბირობს დღეს რა დავაზიანოთ, რას ვესროლოთ ტალახი, რა გავაფუჭოთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან სასაცილოა იმის მოსმენა, რომ „ნაცმოძრაობა“ბოიკოტის რეჟიმიდან გამოდის. მთელი წელი, როცა უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილებოდა. გახსოვთ რამდენი მოწოდება იყო ჩვენი მხრიდან დაბრუნდით პარლამენტში. ელემენტარულად ამაში უხდის საზოგადოება ხელფასს არჩეულ დეპუტატებს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა. მთელი წელი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. დღეს განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვდივართო.

სასაცილოა ასეთი არაადეკვატური განცხადების მოსმენა. „ეს მეტი არაფერია, თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტებზე ჩრდილის მიყენების მცდელობა. თუმცა ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს ვინ აკეთებს საქმეს, ვინ ზრუნავს მათზე და ვინ არის პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული“, – განაცახდა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მთელი რესურსი მობილიზებულია, რომ ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ
Next post გიორგი გახარია: ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით