ბექა ძამაშვილი: „არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს, ამ ნაწილშიც ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ. მისი შეფასებით, ის ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, კერძოდ, ვერსია, რომ გასროლა განხორციელდა დაკავების ოპერაციის დროს, რადგან სპეცრაზმელმა აუცილებლად ჩათვალა ხელყუმბარის განეიტრალება, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არის სარწმუნო, და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“. ეს ვერსია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა და არსებით ნაწილში მთავარ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...