ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა შუა დერეფანს, ახლა ყურადღება გააქტიურდა

Read Time:44 Second

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ახლა ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.

„უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და, მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა.

ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა ძამაშვილი: „არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ შესაძლებლობები კიდევ უნდა გავზარდოთ, ამ მიზნით გვსურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება