ირაკლი ღარიბაშვილი – შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ შესაძლებლობები კიდევ უნდა გავზარდოთ, ამ მიზნით გვსურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება

Read Time:43 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ბევრ პოტენციურ ინვესტორთან აქვს საუბარი.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მიზანი პორტებში შესაძლებლობების გაზრდაა.

„მინდა, ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ამიტომ მინდა, ვახსენო ერთი კონკრეტული პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51 პროცენტი ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 პროცენტი კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ პოტენციურ ინვესტორთან გვაქვს საუბარი. მოგახსენებთ, რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ აზერბაიჯანში პორტებში პოტენციალი არის მზარდი. ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს. საქართველოს შეუძლია, 550 ტონა გაატაროს, 200 ტონაზე მეტი ბათუმში შეუძლია, გაატაროს. ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა შუა დერეფანს, ახლა ყურადღება გააქტიურდა
Next post ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს