ბექა ლილუაშვილი: Fitch-ის რეიტინგის უცვლელად დატოვება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე მიანიშნებს

Read Time:1 Minute, 29 Second

მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა ლილუაშვილი წერს.

„საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით“ – ეს არის ამონარიდი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რითაც კომპანია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ჩვენი ოპონენტების ვერავითარი დესტრუქციული საქმიანობა ვერ შეაჩერებს ქვეყნის განვითარების პროცესს და მათი 3%-იანი ამბიციები საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის კურსს“, – წერს ლილუაშვილი.

მისივე თქმით, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.

„მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fitch-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი ‘BB-‘-დან ‘B+’-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა მაღალი მმართველობის ხარისხმა და გამორჩეულმა ბიზნეს გარემომ. ანგარიშში ასახულია, რომ სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

Fitch ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩვენი ქვეყნის მიმართ დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობასა და მხარდაჭერაზე.

პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი ‘BB’ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალი იქნება“, – წერს ბექა ლილუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წმინდა სინოდი: ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 535 ადამიანს დაუდასტურდა, 757 კი გამოჯანმრთელდა