ბაია პატარაია: დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ

Read Time:56 Second

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაობლებული ბავშვების შვილება შეუძლიათ. გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ეხმიანება და წერს.

“დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს.

ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა.

ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვიზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე.

პ.ს. ერთადერთი გაუგებარი და მოუწესრიგებელი ბავშვთა სახლები არის რელიგიურ დაწესებულებები. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ დეინსტიტუციონალიზაციას. საქართველომ თუ ვინმე გაწირა, სწორედ რელიგიურ პანსიონატებში მყოფი ბავშვებია, რომლეთა უფლებებიც სასტიკად და სისტემატურად ირღვევა. სახელმწიფო კი უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან ეშინია საპატრიარქოსი. მაგრამ ამასაც მივხედავთ!”- წერს ბაია პატარაია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მოქალაქეების არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს
Next post მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, აფეთქების ხმა გაისმა