შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მოქალაქეების არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს

Read Time:31 Second

ეს საკითხი, რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ე.წ. მასობრივ შემოსვლა, ეს იმ დისკრეტიციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშანს აჩენს ის საკითხი, თუ რატომ ხდება ასეთი ინფორმაციის გავრცელება.

„არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია ისევ რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა. რაც შეეხება მთლიანად ამ თემას, ესეც გახლავთ ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში, არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოვუწოდებ მათ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: სიმბოლურია, რომ როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადსაც ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა
Next post ბაია პატარაია: დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ