შალვა პაპუაშვილი: სიმბოლურია, რომ როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადსაც ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა

Read Time:54 Second

სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადს ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინაც და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით არის ლიდერი.

„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი, რომ ასეთი გეგმა და პრეტენზია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. დღეს ვხედავთ, რომ არის მცდელობა ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადს ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინაც და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანეს განაცხადი, ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველოს ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი ამ სამეულში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. საერთო ჯამში, ჩვენთვის მაინც მთავარია, რომ ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას. მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა და სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების“ გუნდი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა აიღეს და რუსული არხები ჩართეს
Next post შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მოქალაქეების არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს