ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

Read Time:25 Second

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. 52 წლის ბიზნესმენი 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“.

ტელეკომპანია 2008 წელს მიისაკუთრეს და ის მფლობელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნეს. ბადრი პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც.

ამასთან, „პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა და მათ მკურნალობას აფინანსებდა. მის სახელს უკავშირდება ასევე ურეკის, ანუ „იმედის ქალაქის“ შექმნა, ისტორიული ძეგლებისა და მთაწმინდის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის ცირკის აღდგენა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
Next post ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად