აშშ-ის NCDC მოქალაქეებს ქათმების კოცნისგან თავის შეკავებას ურჩევს

Read Time:33 Second

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აკოცონ ქათმებს. მიზეზი სალმონელას ინფექციის ფართო გავრცელება, – ამის შესახებ BBC წერს.

ცენტრი ინფექციის გავრცელებას ამ დრომდე, მას შემდეგ იკვლევს, რაც აშშ-ის 43 შტატში 163 ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდა სალმონელა. ყველა შემთხვევა ფრინველთან კონტაქტს უკავშირდება.

სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქათამი ან იხვი ჯანმრთელად გამოიყურება, შესაძლოა, ბაქტერიის მატარებელი იყოს და დაავადება ადამიანს გადასცეს.

ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება. ადამიანების უმეტესობა მარტივად ამარცხებს მას, მაგრამ მძიმე შემთხვევებმა, შეიძლება, სიკვდილი გამოიწვიოს. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე: ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ