კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე: ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით

Read Time:28 Second

კითხვაზე, „იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი?“ კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით.

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ, გირაოსთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპული ორგანიზაციის მიერ შეტანილი გირაო იყო შეთავაზება მოლაპარაკების პროცესში იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოთ მხარეების დაახლოებას და ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება და ასეც აღმოჩნდა“,- განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის გირაოს შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა. ამის შემდეგ, 16 მაისს, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის
Next post აშშ-ის NCDC მოქალაქეებს ქათმების კოცნისგან თავის შეკავებას ურჩევს