სალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის

Read Time:28 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში არის ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და ძალიან სწრაფად არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„ჩემი აზრი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი – საარჩევნო რეფორმაში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია
Next post კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე: ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით