ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

Read Time:37 Second

ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მმართველმა გუნდა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

„შევხვდით ჩვენი პარტიის აჭარის ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს. ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით პარტიის აქტივს და რეგიონულ ხელმძღვანელობას. ჩვენ გავაცანით ჩვენი პროექტები და გეგმები, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რაც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რეალურად აწუხებს. ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, ძალიან კარგი განწყობაა და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის NCDC მოქალაქეებს ქათმების კოცნისგან თავის შეკავებას ურჩევს
Next post სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში, რადგან ძალიან უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან