სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში, რადგან ძალიან უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან

Read Time:51 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში. მათი კიდევ ერთი სირცხვილი იქნება, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, პარტია კიდევ უფრო ჩამოიშლება.

„მე ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინაც და ერთი თვის წინაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და შემოვლენ კიდეც. თუ არ შემოვლენ, დაემართებათ ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში – ყველა შემოვა და პარტია იტყვის, არ შემოვდივარო. მაგრამ ამ შემთხვევაში მოლოდინი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად შემოვლენ და ეს იქნება კიდევ ერთი სირცხვილი მათი, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი მათი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს. რა თქმა უნდა, ისინი შემოვლენ, რადგან ძალიან უნდათ შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს არიან ჩამოშლილი.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაზე მოაწერენ ხელს და რაზე არა, ეს დოკუმენტი მუშაობს. ის, რომ ზოგადად ეს არის ანტიდასავლური ძალა, არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ როგორც ქმედებებით, ისე თავისი განცხადებებით. ამ განცხადებებში ყველაზე დიდი მაინც ის არის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ხოლმე ევროპის მისამართით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
Next post ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა