არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა – პაპუაშვილი

Read Time:1 Minute, 10 Second

როგორც ჩანს, სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიამ განაცხადებას, რომ „სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა და მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია“, პაპუაშვილის თქმით, კორძაიას სხდომაზე არგუმენტების წარდგენა მოუწევს და მისთვისვე უმჯობესია, რომ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

„კარგია, რომ ადასტურებთ, ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა. როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. დაასახელონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობენ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა და სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე სარჩელი დაასახელა, როგორც  ქართულ მართლმსაჯლებაში პოლიტიკური ჩარევის მაგალითი.

მისთვისვე კარგია, სასამართლოს სხდომა რომ ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს. მის ადგილას ვინატრებდი, სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. არ ვაპირებ, რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი – მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა მიესალმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი
Next post მამუკა მდინარაძე – პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო – სადაც ოპოზიცია დარტყმებს ახორციელებს, სინამდვილეში იქ თურმე პროგრესია