არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ

Read Time:40 Second

ეს არის სტრასბურგის სასამართლოში იმ ადამიანების სარჩელი, ვისი ხელისუფლების და ვის მიმართაც ჩვენს თანამოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ შეტანილი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს ადამიანები უგულებელყოფდნენ სტრასბურგში შეტანილ საჩივრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მელიას, სააკაშვილის და უგულავას სარჩელებზე განაცხადა.

„უგულებელყოფდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და ადამიანის უფლებებს. საფუძვლიან კითხვებს აჩენს, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე მათი მხრიდან რაიმე სიმართლის ძებნის მცდელობა. ეს დაგვიანებულია, ვინაიდან მათთან მიმართებაში საქმეები უკვე ბევრი წელია, სასმართლოში იხილება და გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული.

ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა მელიამ, გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით – ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება
Next post კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს