კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს

Read Time:1 Minute, 6 Second

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტია, პარლამენტის ინდივიდუალური წევრები შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

„ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და მხარეებმა იმუშაონ, რათა ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. ეს ზუსტად ეხება იმ ცენტრალურ ელემენტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში ცხრა პარტია მონაწილეობდა“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან მათდამი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა ამ სისტემებს ჰქონოდა პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების ნდობა. ამიტომ იყო თანმიმდევრული ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ეს უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რასაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს ხმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ
Next post ილია მეორე: მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის