ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით – ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

Read Time:43 Second

ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის. არამერქნულზე ასეთი ამბავია: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წლებია ბიზნეს ოპერატორები მეწარმეები ითხოვდნენ ლიცენზიას, რომ გამოეყენებინათ არამერქნული ტყის პროდუქტებს.

„არსებული ცვლილებით ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობა დაიშვა რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთ წლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები“, – წერს ნინო ზამბახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს
Next post არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ