არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, ეკონომიკური აქტივობის ბაზისური ფუნქციებისა და სწრაფი აღდგენისთვის მზადყოფნის შენარჩუნება

Read Time:1 Minute, 51 Second

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას – გაზარდა დანახარჯები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და შეამცირა შემოსავლები – საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, ეკონომიკური აქტივობის ბაზისური ფუნქციებისა და სწრაფი აღდგენისთვის მზადყოფნის შენარჩუნება, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მუშაობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი საერთაშორისო, მიუკერძოებელი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის რეაგირება პანდემიის პირობებში, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური და ეკონომიკური სფეროების მიმართულებით იყო სამაგალითო და ოპტიმალური.

„ის, რომ დღეს საზოგადოებასთან ჩვენ გვაქვს დისკუსია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფუნქციების აღდგენაზე, შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, ეს გახლავთ სწორედ იმის დამსახურება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ, აბსოლუტურად ზუსტი და პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღო პანდემიის პერიოდში. ბრძოლა კოვიდ-19-თან ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ მე კიდევ ერთხელ თითოეულ ჩემს კოლეგას მოგიწოდებთ, მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მაქსიმალურად ინფორმაციის მიტანას ჩვენს მოქალაქეებთან, განსაკუთრებით, ვაქცინასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა ეპიდემია და ყველა ისეთი ბიოლოგიური აგენტი, როგორიც გახლავთ კოვიდ-19, მარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის ეფექტური პროცესით და ეს არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოსტ-კრიზისულ პერიოდში საქართველოს პარლამენტში საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერა იქნება პრიორიტეტული ამოცანები.

„ეს გულისხმობს საბიუჯეტო პროცესის ხელმძღვანელობას, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და მთავრობასთან ერთად, სტრუქტურული რეფორმების შემდგომი ეტაპისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის განხორციელებას, აგრეთვე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება. ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას.

თავის მხრივ ეკონომიკასთან და სოციალურ უსაფრთხოებასთან კავშირშია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაგრძობს – კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისთვისსტარტაპ ბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად, მთავრობასთან ერთად, ხაზგასმით ვამბობ, ეს საკითხები მოითხოვს ძალიან ეფექტურ თანამშრომლობას მთავრობასთან და ჩვენ ვიმუშავებთ ასევე სოციალური დაცვის სისტემის რეფორმაზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით, ჯანდაცვის სექტორის რეფორმებზე, განათლების სისტემის რეფორმებზე და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტი რეალიზაციისთვის. ეს დღის წესრიგი იქნება უახლოეს პერიოდში წარდგენილი ჩვენი საზოგადოების წინაშე და მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, კომიტეტის წევრებს და განსაკუთრებით, კომიტეტის თავმჯდომარეებს, ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმის მონახაზი, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლედი გაგამ ალცჰაიმერით დაავადებულ 94 წლის მომღერალთან ერთად ალბომი ჩაწერა
Next post საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას 2021 წლის 2 ივნისს გამართავს