არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს – ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე დაკომპლექტდეს, როგორც ხალხმა აირჩია
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს – ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერთა განცხადებებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხი წარედგინება ბიუროს და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...