არჩილ თალაკვაძე – ზაქარია ქუცნაშვილმა თავის დროზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და არ მგონია, შეცვალოს

Read Time:54 Second

ზაქარია ქუცნაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის თანახმად, ოთარ ჩრდილელის ნაცვლად პარლამენტში შესვლა ზაქარია ქუცნაშვილს უწევს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო გასულ წელს დატოვა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ დეპუტატს მანდატზე უარი ეთქვას და პროპორციული სიით პარლამენტში კვლავ დაბრუნებულიყოს.

„მართალია, ზაქარია ქუცნაშვილს პროპორციული სიით ეკუთვნის პარლამენტში შესვლა, თუმცა ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პარლამენტარს ეთქვას უარი თავის მანდატზე და შემდეგ პროპორციული სიით ხელახლა შემოსულიყო პარლამენტში. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც იმის აუცილებლობა აქვს, ხელახლა შემოიყვანოს დეპუტატი. ვფიქრობ, ეს კითხვა პირველ რიგში მას უნდა დაუსვათ. მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად გასული წლის სექტემბერში შეუწყდა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

რაც შეეხება ოთარ ჩრდილელს, მან პარლამენტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

ამასთან, დღეს გავრცელდა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, ის პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მორაგბე მამუკა გორგოძე განცხადებას ავრცელებს
Next post  მთავრობის ადმინისტრაცია: განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს