ანტალიის გრანდ სლემის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

Read Time:27 Second

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს. ტურნირზე მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები, ჯერჯერობით, უმედლოდაა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ მაღლაფერიძე: დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს
Next post „მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ – როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები