ვასილ მაღლაფერიძე: დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს

Read Time:45 Second

თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ). – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს

“ვფიქრობ, რომ ტელევიზიებმა მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ეთერები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა დასჯადი არ უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი ბოთლების გამოყენების იურიდიულად დაკანონებას ემხრობიან. იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ უკმაყოფილების გამოხატვა “მოლოტოვის კოქტეილით” დაშვებული უნდა იყოს. ამავე საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ (მკაფიო შეკითხვებით და პასუხებით) ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონთანაც, საინტერესოა მისი პოზიცია – რას გვთავაზობს და რა რეკომენდაციას გვაძლევს.

დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა “მოლოტოვის კოქტეილებით” თუ დავიწყეთ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, უცებ გადავუსწრებთ ყველა ქვეყანას და ცეცხლის ალში გავხვევთ ქვეყანას.” – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ლომჯარია: იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა
Next post ანტალიის გრანდ სლემის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს