ნინო ლომჯარია: იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა
რთული პერიოდი იქნება, იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვი, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა! – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:
“მინდა დავუბრუნდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში, რომელმაც ჩამოგვიტანა მთავარი სათქმელი – გერმანიას სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი!
დიდი ამბავია ეს, ძაალიან დიდი! იმდენად დიდი, რომ ამ მდგომარეობის წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელიც კი იქნებოდა, ვინაიდან გერმანია ყოველთვის იყო ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს ამუხრუჭებდნენ.
დღეს კი ასეთი წარმოუდგენლად იღბლიანი შესაძლებლობა გვაქვს, გერმანიაც კი თავისი ფეხით ჩამოვიდა და თავისი პირით გვითხრა, გვინდა რომ ევროკავშორში მიგიღოთო, მოგვეცით ამის შესაძლებლობაო. ბრიუსელიდანაც კარგი ამბები ჟონავს. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის ბრძოლის დამსახურებით ბრიუსელში დამოკიდებულებები იცვლება.
რა უნდა ვქნათ?
გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, კერძოდ, ყველას, ვისაც კი ხმა მიუწვდება ევროპის სტრუქტურებთან (სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, მოქალაქეთა გაერთიანებები, პროფესიული კავშირები, პროფესიული წრეები, პარტიები და ა.შ.), ყველამ ერთხმად უნდა ავუხსნათ ევროპელებს, რომ თუ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სტატუსი მითუმეტეს უნდა მოგვცენ, ვინაიდან ეს იქნება ის, რაც გაგვაძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და დაამწუხრებს რუსეთის ხელისუფლებას.
კიდევ რა უნდა ვქნათ? მთელი წელი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ არადემოკრატიულ ნაბიჯზე, რაც ამ მიზანს დაგვაშორებს, როგორც ეს ვქენით რუსული კანონის მიღების დროს. რთული პერიოდი იქნება, იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვი, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა!”
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...