გიული ალასანია: მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის
მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა და განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი უკვე დაწერილია.
„ველოდები ჩემი შვილის თანხმობას. აქამდე რაღაცის გამო თავს იკავებდა, ყველა არგუმენტი ჩემთვის არც არის ცნობილი. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს შვილს, ვფიქრობდი, მას უფრო აქვს ეს ხედვა. იურისპრუდენციასთან კავშირი არ მქონია, მართალი გითხრათ. ყველანაირი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი სტრასბურგი როგორ მუშაობს, არ მქონია არანაირი შეხება. მე სულ მეჩქარება, რადგან ვხედავ, რომ ამ კლინიკაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მედპერსონალის მიმართ თითქოს საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უკან მიდის. მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩემი სურვილია, სადაც ჩემი შვილი უფრო უსაფრთხოდ იქნება, მინდა, იქ იყოს. საჩივარი დაწერილია, თვითონ ბატონი შალვაც მონაწილეობდა ამაში“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
„ჩემი თვალით უკან სვლაა, ამიტომ ვიბრძვი, როგორმე გადარჩეს. წონაზეც ვერ გეუბნებით ზუსტ პასუხს, ჩემი თანდასწრებით არასოდეს აუწონია ვინმეს, ვიგებ ირიბი გზებით. მე რასაც ვხედავ, ადამიანი ყოველდღე პატარავდება. რაც შეეხება პოლონელ ექიმებს, მე როგორ წარვადგენ, მე რა დონეზე ჩავერთო, არ ვიცნობ იმ ხალხს. არავის ჩემთვის არ უცნობებია, არაფერი ვიცი, არც ჩემი ინიციატივა ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, შედგა დემარში, ეს იყო 27 თებერვალი და ამას მოყვა ინფორმაცია, რომ უნდა ჩამოვიდნენ. მე იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ მქონია, მომმართეს, დამეწერა, რომ წინააღმდეგი არ ვარ. ეს განცხადება შევიტანე. პოლონელების სურვილი იყო ეს, 27 სახელმწიფომ მიმართა ერთ სახელმწიფოს. ეს სულ ასე იყო, ხან პრეზიდენტი ჩამოვიდა, ხან პრემიერმა მიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ზელენსკი აკეთებდა განცხადებებს უკრაინიდან. უშუალოდ მე არავისთან მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ალასანიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...