„მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ – როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები
მარტის აქციების დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პირველადი ჩვენებით მან ეს ფაქტი დაადასტურა.
საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მათი მტკიცებულებები უტყუარია. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების გეგმა, რომ აქტიურად განიხილებოდა, ეს აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის სავარაუდო მიმოწერიდანაც ჩანს.
ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.
ჯგუფის წევრები ანონიმური სახელებით აქტიურობდნენ. მიმოწერაში აღნიშნულია, თუ როგორი ტანსაცმელი უნდა სცმოდათ ახალგაზრდებს, ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაზე და სხვა.
„მოლოტოვს ვინც გააკეთებს, მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინფო უნდა ინახოს, ინსტრუქცია დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“, „ჩაიცვით სპორტული შავი ტანსაცმელი. სპორტული ტანსაცმელი კომფორტულია ხანგრძლივი აქციის დროს. შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას ამოცნობა გაუჭირდება. სახის დასაფარად ბენდენა და მსგავსი აქსესუარები გამოგადგებათ. სახლში დაბრუნებისას ფერად ტანსაცმელში გადაცმა ამოცნობისგან უკეთ დაგიცავთ“, – აღნიშნულია მიმოწერებში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...