ანდრია ჯაღმაიძე – როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან

Read Time:27 Second

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია – მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც უნდა დაამყაროს
Next post კახა კალაძე – კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვა შეუძლია ყველას, როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება